უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს პირველი უკრაინელი მფრინავი ქალი – ნატალია პერაკოვი ემსხვერპლა.
სამშობლოსათვის მებრძოლი მფრინავის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ მედიაში 28 თებერვალს გავრცელდა:
“ნიჭიერი მებრძოლი ნატალია პერაკოვი დაიღუპა. ის მამაცურად იბრძოდა და მძიმედ დაიჭრა”.
“ჩვენი მშვიდობიანი გარიჟრაჟის ფასი… ნატალია პერაკოვი, უკრაინელი მფრინავი ქალი, სამშობლოსთვის ბრძოლის დროს, მძიმედ დაჭრის შემდეგ დაიღუპა. ჩვენ გვახსოვხარ, გმირო. არ დაგივიწყებთ”.
პერაკოვის დაღუპვის შესახებ კიდევ ერთი ფეისბუქმომხმარებელი წერს და ამბობს, რომ მტერს ამას არ აპატიებენ:
“ნატაშა პერაკოვი, ჩვენი გოგონა პილოტი ბრძოლაში დაიღუპა. ჩვენ ამას არ ვაპატიებთ”, – წერია მიმართვაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: