LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მიზანია, გავხდეთ თქვენი საიმედო პარტნიორი სამშენებლო სფეროში, თითოეული მომხმარებელი განსაკუთრებულია – Modern House-ის დირექტორი

941
IMG-2396

სამშენებლო-სარემონტო მასალების იმპორტიორი კომპანია Modern House მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა შეიქმნა, იმისთვის, რომ შეთავაზებული სერვისით სამშენებლო და დეველოპერული კომპანიებისთვის გაემარტივებინა სამშენებლო პროცესი.

Modern House-ის საქმიანობის შესახებ „ფორტუნა“ კომპანიის დირექტორს – ირაკლი ღვინაძეს ესაუბრა.

„ჩვენი კომპანია პროექტის დაწყებისთანავე ჩართულია სამშენებლო პროცესში, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას მოვახდინოთ საჭიროებისამებრ ნებისმიერი მასალის მათვის მოძიება და მიწოდება. „მოდერნ ჰაუსი“ ახორციელებს იმპორტს სხვადასხვა ქვეყნებიდან და არის არაერთი საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში. ჩვენი ძირითიდი მიმართულებებია: სერთიფიცირებული ბინაში შესასვლელი კარი , სახანძრო კარი , თერმოისაიზოლაციო მასალები ,(იქსპიესი, ქვაბამბა, იპიესი), სასმელი და სახანძრო წყლის რეზერვუარი , სახანძრო გიდრანტი“, – აცხადებს ირაკლი ღვინაძე.

მისივე ინფორმაციით, „მოდერნ ჰაუსი“ ასევე ახორციელებს თანამედროვე ტექნოლოგიებით ინტერიერის ლესვას აპარატით. „აღნიშნული პროცესი ხორციელდება ჩვენს მიერ იმპორტირებული მაღალი ხარისხის მასალით“, – განმარტავს კომპანიის დირექტორი.

ირაკლი ღვინაძე იმ ძირითად უპირატესობებზეც საუბრობს, რითიც ისინი კონკურენტებისგან გამოირჩევიან. „ვფიქრობთ, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა, კორპორატიული მომსახურება, პროდუქციის ხარისხის მაღალი სტანდარტი და ფასი გამოგვარჩევს სხვა კონკურენტი კომპანიებისგან“, – ამბობს სამშენებლო-სარემონტო მასალების იმპორტიორი კომპანიის დირექტორი.

ცნობისთვის, Modern House თანამშრომლობს წამყვან დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიებთან, პროდუქციის რეალიზაცია კი ხდება თბილისსა და რეგიონებში, პროექტების შესაბამისად.

„ჩვენი მიზანია, გავხდეთ თქვენი საიმედო პარტნიორი სამშენებლო სფეროში. ჩვენთვის თითოეული ჩვენი მომხმარებელი განსაკუთრებულია, ამიტომ ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ მათ მოთხოვნებსა და სურვილებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გუნდი ორიენტირებულია განვითარებაზე, მუდმივად იღებს მონაწილეობას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენაზე. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები ჩადიან მწარმოებელ კომპანიებთან და უშუალოდ აქვთ მოლაპარაკება მათთან, ადგილზე ეცნობიან პროდუქციას და მათ ხარისხს“, – დასძენს „ფორტუნასთან“ საუბარში ირაკლი ღვინაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები