LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი ლამაზი და უსაფრთხო დედაქალაქი წამის მეასედში შეიცვალა” – ახალი დეტალები კოპენჰაგენში, სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმაზე

323
ing (1)

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაჭრილია ოთხი მოქალაქე. შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, სადა უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.

სამართალდამცველების განცხადებით, დაღუპულებს შორის არიან დანიისა და რუსეთის მოქალაქეები.

კრიტიკულია შვედეთის ორი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

22 წლის შეიარაღებული პირი “ფილდის” ცენტრში სროლიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

სამართალდამცველების თქმით, თავდამსხმელს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ტერორისტული მოტივით თავდასხმას არ განიხილავენ.

მომხდარს გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მეტ ფრედერიკსენი და თქვა, რომ ეს ქვეყანაზე სასტიკი თავდასხმა იყო:

“ჩვენი ლამაზი და უსაფრთხო დედაქალაქი წამის მეასედში შეიცვალა”, – თქვა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები