LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი კომპანია უდიდესი გამოწვევის წინაშეა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გადავარჩინოთ კომპანია“ – ბორჯომმა 49 თანამშრომელი გაათავისუფლა

79
ipiccy_image

კომპანია „ბორჯომმა“ 49 თანამშრომელი გაათავისუფლა, – ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში წერია.

„ჩვენი კომპანია უდიდესი გამოწვევის წინაშეა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პირველ რიგში გადავარჩინოთ კომპანია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. შექმნილ ვითარებაში იძულებული გავხდით, ცვლილება შეგვეტანა დასაქმებულთა ხელშეკრულებებში, რადგან კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ თანამშრომლებს განახლებული პირობები (რაც გულისხმობს, მოცდენილი საათების 50%-ით ანაზღაურებას – ნამუშევარი საათების ანაზღაურება რჩება უცვლელი), რაც სამწუხაროდ თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რის გამოც იძულებული გავხდით, ქარხანაში დაგვეწყო რეორგანიზაციის პროცესი და 49 თანამშრომლისათვის კანონმდებლობის საფუძველზე შეგვეწყვიტა ხელშეკრულებები. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თანამშრომელთა იმ დიდ ნაწილს, რომელიც გაგებით ეკიდება არსებულ ვითარებას და ვიტოვებთ იმედს, რომ შემდგომი შემცირებების განხორციელება აღარ მოგვიწევს”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძემ „IDS ბორჯომის“ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის მედიაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება შეიტანა. როგორც დიასამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მედიაცია გულისხმობს 21-დღიან პროცესს და თუ ამ პერიოდში შეთანხმდება ვერ მოხდება, დასაქმებულებს გაფიცვის უფლება ექნებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები