LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვე­ნი გმი­რე­ბი კვლავ ბრძო­ლის ველ­ზე გა­ვიდ­ნენ, როცა მათ სამ­შობ­ლომ და­უ­ძა­ხა“ – ოკუპირებულ ცხინვალში უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლთა მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა

149

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინ­ვა­ლის „ჩერმენის“ კი­ნო­ცენ­ტრის დარ­ბაზ­ში უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მხა­რეს მებ­რძო­ლე­ბის მხარ­და­მჭერი „საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი“ გა­ი­მარ­თა.

როგორც გამოცემა იუწყება, ღონისძიებაზე „პატრიოტულ სიმღერებს“ ასრულებდნენ ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თი­დან და ე.წ სამ­ხრეთ ოსე­თი­დან მიწვეული ხელოვნების წარმომადგენლები – ალ­ბერტ ლა­ლი­ე­ვი, მი­ლე­ნა იკა­ე­ვა, იგორ ტასო, იბ­რა­ჰიმ ჯი­ო­ე­ვი, ოქ­სა­ნა ჯე­ლი­ე­ვა, მა­დი­ნა ზან­გი­ე­ვა, ლერი მარ­გი­ე­ვი და სხვე­ბი.

„სცე­ნი­დან ის­მო­და მხარ­დამ­ჭე­რი სი­ტყვე­ბი დონ­ბას­ში მყო­ფი ბი­ჭე­ბის მი­მართ. შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვეს, რომ „სპე­ცო­პე­რა­ცია“ წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა და მისი თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე სახ­ლში ცო­ცხა­ლი და ჯან­მრთე­ლი დაბ­რუნ­დე­ბა“, – წერს ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ა­გენ­ტო „რესი.“

მათივე ინფორმაციით, მომღერალმა ალბერტ ლალიევმა თავისი ახალი სიმღერა შეასრულა, რომელიც სპეცოპერაციის დროს დაღუპული ოს მებრძოლსა და მის მეგობარს რადისლავ ხუგაევს მიუძღვნა. როგორც ლალიევმა ღონისძიებაზე აღნიშნა, ბრძოლის ველზე გმირულად მრავალი ოსი ბიჭი დაიღუპა.

„სამწუხაროდ, „სპეცოპერაციამ“ ჩვენი ბევრი ბიჭის სიცოცხლე შეიწირა და დღემდე იქ ბევრი ოსი ბავშვია. იმედია მალე დაბრუნდებიან სახლში“, – განაცხადა ლალიევმა.

გამოცემის ცნობით, „მებრძოლებს სახლში სწრაფად დაბრუნება უსურვა მომღერალმა ჩრდილოეთ ოსეთდან, ოქსანა ძელიევამაც.“

„დაე, მშვიდობა უფრო სწრაფად დადგეს მთელ მსოფლიოში და „სამხედრო ოპერაციის“ თითოეული მონაწილე სახლში ჯანმრთელი დაბრუნდეს“, – თქვა მან.

„საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერტს“ ასევე ეს­წრე­ბო­და თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის, ალან გაგ­ლო­ე­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. მან ხე­ლო­ვა­ნებს კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ „სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის ახლა ნე­ბის­მი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.“

„მად­ლო­ბა ყვე­ლას ვინც მო­ვი­და და დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რს, ვინც დღეს დარ­ბაზ­შია, ჰყავს ნა­თე­სა­ვე­ბი და მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც „რუ­სე­თის სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

14 წლის წინ ამ დღე­ებ­ში ჩვენს მი­წა­ზე სის­ხლი და­იღ­ვა­რა, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში კვლავ იყო მსხვერ­პლი. არა­ვის სჯე­რო­და, რომ მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა, ჩვენ ისევ დაგ­ვჭირ­დე­ბო­და ია­რა­ღის აღე­ბა, მაგ­რამ ჩვე­ნი გმი­რე­ბი კვლავ ბრძო­ლის ველ­ზე გა­ვიდ­ნენ, როცა მათ სამ­შობ­ლომ და­უ­ძა­ხა.

მათ იქ ნა­ციზ­მის მოს­პო­ბა გა­და­წყვი­ტეს, რათა მტე­რი ჩვენს სახ­ლამ­დე არ მო­სუ­ლი­ყო, ოსურ მი­წა­ზე მშვი­დო­ბა დამ­ყა­რე­ბუ­ლი­ყო. გამარჯვება აუცილებლად იქნება ჩვენი, რუსეთის, ოსეთის და ყველას, ვინც დღეს მხარდაჭერილი დგას ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ალან გაგ­ლო­ევ­მა.

როგორც გამოცემა „რესი“ წერს, „სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს რესპუბლიკის მცხოვრებლებმაც.“

„ჩვენი ბიჭები მტერს ებრძვიან და ერთადერთი, რითაც შეგვიძლია მათი მხარდაჭერა, ასეთი კონცერტები და ლოცვაა“, – განაცხადა  ცხინვალელმა ლარისამ.

კიდევ ერთმა მცხოვრებმა ემამ კი აღნიშნა, რომ მსგავსი კონცერტები არა მხოლოდ ბავშვებს ეხმარებიან, არამედ აერთიანებს ხალხს, ამიტომ მათზე დასწრება „რესპუბლიკის“ ყველა მცხოვრების ვალია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „საქველმოქმედო კონცერტის“ გამართვის იდეა „სპეცოპერაციის“ დაწყების პირველ დღეებში გაჩნდა, როცა სამხრეთ ოსეთიდან მებრძოლები პირველად გაემგზავრნენ უკრაინაში. ღონისძიების ინიციატორი მომღერლის ალბერტ ლალიევი იყო, რომელიც სამხრეთ ოსეთიდანაა.

გამოცემის ცნობით, გა­ყიდ­ული ბილეეთებიდან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე სამ­ხედ­რო პერ­სო­ნა­ლის დასახმარებლადაა განკუთვნილი. ამავე ინფორმაციის თანახმად, მსგავსი ში­ნა­არ­სის კონცერტი ხვალ ვლა­დი­კავ­კაზ­შიც გა­ი­მარ­თე­ბა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები