LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ღირსეული ნაბიჯია, რომ ზელენსკის დღეს პასუხი არ გავცეთ: მიხეილ ყაველაშვილი ელჩის გაწვევაზე

2147
მიხეილ ყაველაშვილი

„ჩვენი ღირსეული ნაბიჯია, რომ ზელენსკის დღეს პასუხი არ გავცეთ“, – ასე ეხმიანება მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელმაც საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია.

ყურადღება არასდროს მოგვიდუნებია უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სახელმწიფოს მხარდაჭერის კუთხით, ელჩის გაწვევა არის შეურაცხყოფა ქართული სახელმწიფოსთვის: ირაკლი კობახიძე

„ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს, უკვე ფაქტები გამოჩნდა, თუ ვინ არიან ეს ადამიანები [„ნაციონალური მოძრაობა“]. ჩვენთვის ხომ მარტივად გასაშიფრია, რომ ეს ადამიანები ამ ქვეყანას მართავდნენ და ქვეყანა ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს და როდესაც მრჩევლად ჰყავს ასეთი ადამიანები, დარწმუნებული ვარ მოახერხეს ის, რაც მოახერხეს. ამდენი ქვეყანაა მის გარშემო, ასეთ მძიმე მდგომარეობაშია უკრაინა და იცლის [ზელენსკი] იმისთვის, რომ საქართველო გააკრიტიკოს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ფორმალურად საქმე გვაქვს იმასთან, როცა უკრაინის პრეზიდენტი ელჩის მუშაობით უკმაყოფილო იყო – ქადაგიშვილი უკრაინის ელჩის გაწვევაზე

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები გაიწვია და თქვა, რომ “არიან ისეთები, რომლებიც დროს კარგავენ და მუშაობენ მხოლოდ იმისთვის, რომ თანამდებობაზე დარჩნენ. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის – მოძებნეთ სხვა სამსახური”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები