ნორვეგიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
“ჩვენი ფიქრები ახლა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებთანაა. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ, და დიდ პატივისცემას გამოვხატავთ სამძებრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მიმართ, გაწეული თავდაუზოგავი სამუშაოებისთვის”, — ნათქვიამია საელჩოს განცხადებაში.