LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები „ქართულ ოცნებას“ იცნობენ, როგორც „გადამგდებ“ პარტიას: კახაბერ ქემოკლიძე

86
Capture

„ვიოლა ფონ კრამონი 2012 წლამდე იყო ქართული ოცნების მხარდამჭერი და ის აკრიტიკებდა მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა დღეის მოცემულობით, დღეს მოქმედმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ურთიერთობა გაეფუჭებინა ყველა სტრატეგიულ მოკავშირესთან“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები რამდენად მოახდენს გავლენას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, კახაბერ ქემოკლიძე ფიქრობს, რომ ირიბი გავლენა მაინც ექნება, თუმცა  მისივე თქმით, სტრატეგიულ დონეზე ევროკავშირი გაითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის განწყობებს.

კობახიძე: არესტოვიჩი, პოდოლიაკი და არახამია დაკავშირებულები არიან ოლიგარქებთან

„უნდა გავიხსენოთ, რომ იგივე არესტოვიჩი, პოდოლიაკი, არახამია და ა.შ. ყველას წარსული დაკავშირებულია მძიმე მოვლენებთან, ერთი იანუკოვიჩთან არის დაკავშირებული, მეორე – მეორე ოლიგარქთან, მესამე – მესამე ოლიგარქთან… ეს, რა თქმა უნდა, მათ დღევანდელობას განაპირობებს.“– განაცხადა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, ის, რომ დღეს საქართველო ინერციით მიდის პროგრესისკენ, საქართველოს მოსახლეობის დამსახურებაა და არა ხელისუფლების.

„ამ ყველაფერს, გარკვეულწილად ირიბი გავლენა მაინც ექნება დიდი ალბათობით, თუმცა იმედს გამოვთქვამ, რომ სტრატეგიულ დონეზე ევროკავშირი გაითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გულწრფელ განწყობებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ჩვენ, „ქართული ოცნების“ მიერ დაშვებული შეცდომების მიუხედავად მაინც მოგვცემს კანდიდატის სტატუსს.

დასავლელი დიპლომატების განწყობა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მისამართით საკმაოდ ნეგატიურია და ეს ნეგატივი აიხსნება სწორედ იმ შეცდომების ციკლის საფუძველზე, რომელსაც ქართული ოცნება ბოლო ერთი წლის განმავლობაში ახორციელებდა. დღეის მოცემულობით, ამ პარტიას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები იცნობენ, როგორც უხეშად რომ ვთქვათ „გადამგდებ“ პარტიად.

სამწუხაროდ ასე ჩამოყალიბდნენ ეს ადამიანები  და დღეის მდგომარეობით „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკაში ურთიერთობა გაიფუჭა ყველა სტრატეგიულ მოკავშირეებთან და განსაკუთრებით იმ ევროპარლამენტარებთან, რომლებიც გარკვეულწილად მხარს უჭერდნენ

2012 წლამდე. ამის მაგალითია ქალბატონო კრამონი, რომელიც პირდაპირი მოცემულობით ძალიან აკრიტიკებს მათ და ეს ქალბატონი ძალიან ღრმა დაპირისპირებაში იყო მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალური მოძრაობასთან“ 2012 წლამდე“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა კახაბერ ქემოკლიძემ.