LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ბავშვები დაწყებით კლასებში დიდ ნიჭს ამჟღავნებენ, დამამთავრებელში ხშირად უმძიმესი შედეგებია – პრემიერი

120
skolaklasi

დაწყებით კლასებში ჩვენი ბავშვების შედეგები არის უნიკალური, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო. კლასების ზრდასთან ერთად და უკვე დამამთავრებელ კლასებში გვაქვს სერიოზული ვარდნა,- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერი სტუდენტებთან ამბობს, რომ არსებული სტატისტიკური მონაცემები დეტალურად შეისწავლა და ანალიზი გაუკეთა.

“ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ბავშვები დაწყებით კლასში ძალიან დიდ ნიჭს ამჟღავნებენ და შემდეგ სისტემა არ გვაქვს, რომელიც ამ ნიჭს გამოამჟღავებინებს და გვაქვს დამამთავრებელ კლასებში უმძიმესი შედეგები ხშირ შემთხვევაში,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ

პრემიერმინისტრის თქმით, სახელმწიფოს მისია, გარდა უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სერვისების წვდომისა არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას ყველა პირობა, რათა ადამიანებმა საკუთარი ნიჭის რეალიზება შეძლოს.

„მე წარმოდგენაც არ მინდა რამდენი ნიჭი გვაქვს დაკარგული- უზარმაზარი. ეკონომიკაში ეს არის ათობით მილიარდი. ადამიანებს აქვთ ნიჭი, მაგრამ არ არსებობდა ინფრასტრუქტურა და სისტემა, რომ მათ მოეხდინათ ამ ნიჭის რეალიზაცია. ამიტომ, არის ეს ეროვნული იდეა. ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველო იყოს წარმატებული“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები