პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მისი პარტია არ აპირებს ამომრჩევლებს, მეორე ტურში, რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდოს. მისი განმარტებით, ისინი „საკუთარი ამომრჩევლის მეორე არჩევანს არ აკონტროლებენ და არც დიდად დაინტერესებულები არ არიან“.
„გირჩი“ არავის არ დაუჭერს მხარს. ჩვენი ამომრჩევლები თავად გადაწყვეტენ, ვის მისცენ ხმა. ჩვენ ჩვენი ამომრჩევლების მეორე არჩევანს არც ვაკონტროლებთ და არც დიდად დაინტერესებულები არ ვართ, რადგან მათი მეორე არჩევანი ძალიან განსხვავებულია“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.