ბარსელონაში, ევროპის საწყალბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. მეცამეტე ადგილისთვის მიმდინარე პლეიოფის პირველ მატჩში ჩვენმა სპორტსმენებმა თურქეთის ნაკრები დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრებმა პირველივე წუთებიდან იგდო ხელთ უპირატესობა და მატჩის ბოლომდე საკუთარი გამარჯვება ეჭვქვეშ არც ერთხელ არ დაუყენებია. საბოლოო ანგარიშია 15:10 (6:3, 1:1, 3:3, 5:3) საქართველოს სასარგებლოდ.
4 გოლი ანდრო ბითაძემ გაიტანა, ხოლო 3-3 მარკო ელაჩამ და მიხეილ ბაღათურიამ.
მეცამეტე ადგილისთვის თამაში 24 ივლისს გაიმართება.