LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ყველანი არ ვართ ლიონელ მესი: ფანებმა მესის მხარდაჭერა აბუჩად აიგდეს

62

ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვართ: ტვიტერის მომხმარებლებმა ლიონელ მესის მხარდამჭერი კამპანია გაანადგურეს.
ჰეშტეგი #WeAreAllLeoMessi არავის არ მოეწონა.

”ბარსელონამ” გასულ კვირას არგენტინელის მხარდასაჭერად კამპანია ჩაუშვა და მომხმარებლებს შეთავაზა ჰეშტეგი ”ჩვენ ყველანი ლიონელ მესი ვართ” სოცქსელებში გაეპიარებინათ.

კატალონიელები ვარაუდობდნენ, რომ გულშემატკივრები მხარს დაუჭერდნენ სათაყვანებელ ფეხბურთელს, რომელსაც ესპანეთის სასამართლომ 21 თვე მიუსაჯა გადასახადების გადაუხდელობის გამო.

ბევრმა ”ბარსელონას” ინიციატივა გააკრიტიკა, სხვებმა საკუთარი ვერსიები შეთავაზეს: ”ჩვენ ვიხდით გადასახადებს”, ”ჩვენ ყველანი არ ვართ ლიონელ მესი”, ”ყველაზე ცუდი ჰეშტეგი ისტორიაში” ან აი ეს: ”ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვართ. ჩვენ ყველანი ლიონელ მესი ვართ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები