LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ყველანი ვრისკავთ – უმრავლესობის დეპუტატი საპენსიო სისტემაზე

91
kakulia

დაგროვებითი საპენსიო სისტემა ქვეყნის განვითარების კარგ სცენარზე აწყობილი პროექტია – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

უმრავლესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ პროექტი რისკიანია, თუმცა, ალტერნატივა არ ჩანს.

“ეს არის ქვეყნის განვითარების კარგ სცენარზე აწყობილი პროექტი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა, მისი ეკონომიკა საუკეთესო სცენარით განვითარდეს. ეს ერთ-ერთი შემადგენელი პირობაა და ამიტომ ვუწოდე მე მას საზოგადოებასთან ერთად, ერთობლივი რისკის პროექტი. ჩვენ ყველანი ერთად ვრისკავთ. ამ ეტაპზე სხვა ალტერნატივა არ ჩანდა. ეს რისკი გონივრულია, მაგრამ ამ რისკზე ჩვენ ყველანი ერთად მივდივართ“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები