LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ – გიორგი მღებრიშვილი

92

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მარნეულში, “ქართული ოცნების” შტაბთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, ყველა ვერსიას განიხილავს.

ამის შესახებ ადგილზე ჩასულმა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, განვიხილავთ ყველა ვერსიას. ვფიქრობ, უახლოეს საათებში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. რაც მთავარია დაჭრილთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, როგორც ექიმები გვეუბნებიან”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, “ქართული ოცნების” შტაბთან, თავდასხმა მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით, ოთხი ადამიანი დაჭრეს, მათ შორის, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი.

დაჭრილები კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ადგილზე იმყოფებიან, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი. დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით კი გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.