LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, რომელიც ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულ მოსახლეობას პრობლემას მოუგვარებს – კახა კალაძე

-კალაძე-1-e1543427133819

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადასაცემ ფართებთან დაკავშირებით, საკუთარი წინადადებები წარმოადგინონ. როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დაზარალებულთა დაკმაყოფილებისთვის საწყის ეტაპზე, რამდენიმე მიწის ნაკვეთი უკვე გამოიყო.

„ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულთა ფართებით დაკმაყოფილება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. პრობლემა 3000-ზე მეტ ოჯახს 90-იანი წლებიდან აწუხებს. ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, რომ ამ პრობლემის მოგვარებას დავიწყებდით. კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ჩვენ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, რომელიც ამ ადამიანებს პრობლემას მოუგვარებს და მათი ბინებით უზრუნველყოფა მოხდება. უკვე შევარჩიეთ კონკრეტული არეალები, სადაც შესაძლებელი იყო მშენებლობების განხორციელება. გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა, თუმცა სამწუხაროდ, არცერთი დაინტერესებული კომპანია არ აღმოჩნდა, ვინც ამ პროექტებს განახორციელებდა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია დაინტერესებულ პირებთან და სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

„მესმის სამშენებლო კომპანიების, რადგან ყველას საკუთარი ბიზნესმოდელი აქვს, თუმცა ჩვენ მიდგომა შევცვალეთ. ამ პროექტებით ძალიან ბევრი სამშენებლო კომპანიაა დაინტერესებული, ისინი დაზარალებულ მოქალაქეებთან ერთად მოდიან და მერიას სხვადასხვა წინადადებას სთავაზობენ. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. მინდა მივმართო სამშენებლო კომპანიებს, ამ მიწებზე საკუთარი წინადადებები წარმოადგინონ. გვინდა, მათი წინადადებები მერიის ვებგვერდზე განვათავსოთ, სადაც მათი ნახვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ მხარესა და კომპანიას ექნება. გამარჯვებულად კი ჩაითვლება ის, რომელიც დედაქალაქის მერიას მეტ ფართს შესთავაზებს, რათა საცხოვრებლით რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაკმაყოფილდეს,“ – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები