LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც ულტიმატუმი წაუყენა მთავრობას, რომ გადამდგარიყო – შალვა პაპუაშვილი

64
shalva-papuashvili_w_h

„სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა საკუთარი თავის დისკრედიტირება მოახდინა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია ერთმანეთისგან უნდა იყოს გამიჯნული.

“თუ შევხედავთ საერთო ჯამში რა სხვაობა არის არასამთავრობო ორგანიზაციასა და პარტიას შორის, ორივე არის ორგანიზაცია, ორივე ფიქრობს, რომ გარკვეულ ჯგუფს წარმოადგენს და ორივე ჩართულია მეტ-ნაკლებად სხვადასხვა სახის პოლიტიკის განსაზღვრაში, იქნება ეს სოციალური საკითხები, არჩევნები, დემოკრატია თუ სხვა. მეტ-ნაკლებად ყველაფერი პოლიტიკაა, მაგრამ სად არის მიჯნა, სადაც არასამთავრობო სექტორი უკვე აღარ არის NGO და არის პარტია?! ეს მიჯნაც ხომ არსებობს?! მთავარი არის შემდეგი-პარტიას, განსხვავებით არასამთავრობო ორგანიზაციისგან, აქვს პრეტენზია, ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა ხელისუფლების, მთავრობის და თანამდებობების დაკომპლექტებაში და მეორე, პარტიას არასამთავრობო ორგანიზაციისგან განსხვავებით, აქვს პრეტენზია, ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა კანონების მიღებაში. რა მომენტში ორგანიზაცია განაცხადებს პრეტენზიას, რომ მას ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა თანამდებობის დასაკავებლად პირების განსაზღვრაში და კანონების მიღებაში, იმ მომენტში, არასამთავრობო ორგანიზაცია თავისი არსით პარტია ხდება. ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც ულტიმატუმი წაუყენა მთავრობას, რომ გადამდგარიყო. რომელმაც თქვა, რომ უნდა დაკომპლექტდეს ტექნიკური მთავრობა, რომლის შემადგენლობის დაკომპლექტებაშიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ვეტოს უფლება და გადამწყვეტი სიტყვა ექნებათ. ზუსტად იმ წამს, როდესაც მათ ეს თქვეს, ისინი პარტიები გახდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები