LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ უკვე ვნახეთ „დელტა“ შტამის დამანგრეველი შედეგები.. რთულია პროგნოზირება რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ვირუსის ახალი ვარიაციის ქვეყანაში გავრცელებამ: თამარ გაბუნია

138
gabunia

“აქცენტი ვაქცინაციის პროგრამის რაც შეიძლება სწრაფად გაშლაზე უნდა გავაკეთოთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ კორონავირუსის ახალი შტამზე (ომიკრონი) საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რთულია პროგნოზირება, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ვირუსის ახალი ვარიაციის ქვეყანაში გავრცელებამ.

„ჩვენთვის, ყველაზე ქმედითი რისკების შემცირებაზე მუშაობა და თავის დაცვა იქნება, რათა ახალი შტამი ქვეყანაში აქტიურად არ გავრცელდეს. ძალიან რთულია პროგნოზირება, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის ახალი ვარიაციის ამ ქვეყანაში გავრცელებამ, რადგან ჩვენ უკვე ვნახეთ „დელტა“ შტამის დამანგრეველი შედეგები. ასე რომ, მომზადების ნაწილში, აქცენტი ვაქცინაციის პროგრამის რაც შეიძლება სწრაფად გაშლაზე უნდა გავაკეთოთ. ეს არის კიდევ ერთი, დამატებითი მიზეზი იმისთვის, რომ ყველამ დროულად მიიღოს ვაქცინაციის გადაწყვეტილება“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები