LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ შეთანხმებასთან დასაბრუნებელი არაფერი გვაქვს, ვინც უნდა დაუბრუნდეს და შეაფასოს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, ეს რადიკალური ოპოზიციაა: თალაკვაძე

24
არჩილ თალაკვაძე

“ჩვენ შეთანხმებასთან დასაბრუნებელი არაფერი გვაქვს. ვინც უნდა დაუბრუნდეს, შეაფასოს თავისი წინა მოქმედებები, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც დავამარცხებთ არჩევნებში,” – აცხადებს პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე  და ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ამ თვეების განმავლობაში, შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს თანმიმდევრულად ასრულებდა.

თალაკვაძე ამბობს, რომ არჩევნებიდან მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში, ოპოზიცია ეცდება, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის სტაბილურობას და დემოკრატიას, თუმცა, ერთი თვის შემდეგ, მიდი თქმით, ქვეყანა მშვიდი განვითარების ეტაპზე გადავა:

“ქართული ოცნება” თანმიმდევრულად ასრულებდა ამ თვეების განმავლობაში შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს. ყველა პუნქტი რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, გახლავთ პირნათლად შესრულებული. ბოლო სხდომებზე “ქართული ოცნება” მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს ცალმხრივ რეჟიმში ახორციელებდა. შესაბამისად, ვინც უნდა დაუბრუნდეს, შეაფასოს თავისი წინა მოქმედებები, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც დავამარცხებთ არჩევნებში.

არჩევნებიდან მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში ისინი ეცდებიან ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიას, თუმცა, ერთი თვის შემდეგ გარწმუნებთ, ქვეყანა დაუბრუნდება და გადავა მშვიდი განვითარების ეტაპზე. ჩვენ წინ გვაქვს წლები, როცა მთელს ჩვენს ყურადღებას და ენერგიას მივმართავთ იმ საჭიროებებისკენ, რაც ხალხს აწუხებს. რა თქმა უნდა, რადიკალური დღის წესრიგი ამ ქვეყანაში ვერასდროს გაიმარჯვებს და სწორედ “ქართული ოცნება” გახლავთ ის პოლიტიკური პარტია, ვინც სტაბილურ, მშვიდ და განვითარებად მომავალზე აიღებს პასუხისმგებლობას.” – თქვა თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები