LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის, ფინანსურადაც, ეს ვერ გაგრძელდება თუ პროგრესი არ იქნება” – სენატორი ჯიმ რიში

67
WASHINGTON, DC - OCTOBER 16: Chairman James Risch speaks  to Brian Hook State department Special Representative for Iran as he testifies during the Senate Foreign Relations Committee Holds Hearing On US-Iran Policy on October 16, 2019 in Washington, DC.  (Photo by Tasos Katopodis/Getty Images)

ამერიკელი სენატორის, ჯიმ რიშის განცხადებით, თუ საქართველოში პოლიტიკური თვალსაზრისით პროგრესი არ იქნება აშშ საქართველოს ფინანსურად ვეღარ დაეხმარება. ამის შესახებ რიშმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, დახმარებების შეწყვეტის კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ მიმდინარეობს.

სენატორი რონ ჯონსონი საქართველოს საკითხზე რეზოლუციის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა

“ბატონმა მელიამ დაარღვია გათავისუფლების პირობები და მოიხსნა ელექტრონული სამაჯური, უდანაშაულო არავინაა” – ჯორჯ კენტი

,,ჩვენ საქართველოში 2012 წლის თავდაპირველ არჩევნებზე ვიყავით და უკან ძალიან ოპტიმისტური განწყობებით დავბრუნდით. მას შემდეგ ვნახეთ უკუსვლა და როგორც ჩანს, ვითარება არ უმჯობესდება, ის უარესდება. ვიცი, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მიმდინარეობს მედიაცია. ორივე პოლიტიკურ პარტიას მტკიცედ მოვუწოდებ დასხდნენ და გამოსავალი მონახონ. თუ ახლა ვერ მონახეს სწორი გამოსავალი, მას ვერასოდეს მონახავენ. მეორეს მხრივ, ჩვენ საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის, ფინანსურადაც. ეს ვერ გაგრძელდება თუ პროგრესი არ იქნება. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ განიხილება, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს გონებაში ის, რომ პროგრესი გამოჩნდეს.”-განაცხადა სენატორმა რიშმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები