ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე წერს.
ბუკა პეტრიაშვილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემას, აღნიშნულ თემაზე მსოფლიო ლიდერების გამოხმაურებას და ასევე, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას ეხმიანება.
ბუკა პეტრიაშვილის პოსტს უცვლელას გთავაზობთ:
„#ArmUkraineNow #ukrainewinsin2023
#russiaterroriststate #PutinIsaWarCriminal
აბა კვირა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #bუკაdეილიnიუსი ჯერ კიდევ თბილისიდან გიზიარებთ ცხელ-ცხელ ამბებს, მაგრამ სულ მალე მოვა ჟამი და ისეთ ცხელ ცხელ ნიუსებს, ფოტოებს და ვიდეოებს მოგაწვდით მთლად წინა ხაზიდან, ე, მერე ნახეთ თქვენ გამარჯვების შეგრძნების მოახლოება! ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ თქვენი თანამონაწილეობით იქნება შესაძლებელი, მაგრამ ამ დეტალებზე ცოტა მოგვიანებით, ცალკე კამპანიას დავიწყებთ #bუკაdეილიnიუსი ს ქრაუდ ფანდინგისთვის!
მანამდე კი გეტყვით, რომ მსოფლიოს ლიდერებმა ძალიან მკაფიოდ განსაზღვრეს საკუთარი, და მე ვიტყოდი, სრულად ცივილიზებული სამყაროს პოზიცია საერთაშორისო ძებნილ პუტლერთან დაკავაშირებით, რაიც პრინციპში მოსალოდნელი იყო! ბაიდენმა, დასაჭერიაო, შოლცმა იაპონიის პრემიერთან ერთად პრესკონფერენციაზე, ნატიურლიხ დასაჭერიაო, ევროკავშირის ჯოზეპ ბორელმა, სი ჩერტო, ფუტურო არესტანტო, ლიეტუვის ლანდსბერგისმა ეს ხომ დასაწყისია, სტაფილოსფერ “ხებეში” რო ვნახავთ, მერე ვიტყვით, რომ პროცესი ლოღიკურ დასასრულს უახლოვდებაო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე პროცესის დასაწყსიად შეაფასა საერთაშორისო სისხლის სასამართლოს გადაწყვეტილება. აი ეს განცხადებები ბევრად, ბეეეეეევრად უფრო დიდია თავისი მნიშვნელობით ურდოს სპეც.სამსახურ-სამხედრო-ფინანსური “ელიტისთვის”, ვიდრე ბოლო, განაჩენის გამოტანის კადრები! რუსთმოყვარე თუნგებო, ხშირად დაიტრიალეთ “გედების ტბა” (ისე ჩუმად, თქვენთვის), რომ შეგუებულები იყოთ და როცა მოსახდენი მოხდება, ეკრანების წინ ცრემლებით არ დაიღვაროთ და სულ არ წაიქციოთ თავი!
ახლა კიდო ლოღიკაზედ: მე კი არ ვარ დიდი ფანი და მსმენელი ფეიგინ-არესტოვიჩის, მაგრამ რადგან სწორედ არესტოვიჩმა ჩაანალიზა ხმამაღლა გუშღამ, არ უნდა დავუკარგოთ. სრულად ვიზიარებ, რომ ეს გადაწყვეტილება “მიეძღვნა” სი ძინპინის ვიზიტს მოსკოვში! რავარი მოსალაპარაკებელია, რავი ჩამოსართმევია ხელი და რავარი გადასაღებია ფოტო ბავშვების გატაცებაში ბრალდებულ საერთაშორისო ძებნილ პუტლერთან! რეალურად, სიძინპინის სამშვიდობო ინიციატივა ჰაერშივე მოკტა! ის, რაც მოსულა ირანი-საუდის არაბეთთან, არ მოსულა ბავშვების გამტაცებელ პუტლერთანო! საინტერესოა როგორ გადაეწყობა ჩინური სტრატეგია ასეთ მოკლე დროში!
რავა მიკვაქსაობდა ეს სულით მახინჯი, ეს ბავშვების გამტაცებელი გუშინ ყირიმში. ხელოვნების სკოლა გახსნა, საჭესთან თვითონ იჯდა – შენი პიარის ბერანეთ რააა :))))))) რაზე იჯდა თუ იცით? ლენდ კრუიზერზე – ჰაჰაჰაჰაჰჰაა. სორე სკანი მოსკვიჩი, ბრატ? ზაპჩასტ ვარენოო? :))))))))))) ბოლო გასეირნება იყო ეგ შენი ყირიმში. ანექსიიდან 10-ე წელს ნამდვილად ვეღარ ჩახვალ. მარიუპოლსაც აბაზრებენ ურდოსიკები, ემანდ იყოო, ღირსშესანიშანობები მოინახულაო. აი დრამატული თეატრის შენობას უნდა ჩააყოლონ მართლა ბეტონით, მარა მოწამლავს იქაურობას; თავისთან ჩამარხონ ჯობია, ციმბირში უყვარს მაგას შამანები, შოიგუები, რიტუალები რამე – დაწვან და ბეტონი მერე დაასხან :)))))))
აკი გითხარით გუშინ, მოიერიშე მიგ-29ების რაოდენობა გაიზრდება თქო – 33-მდე ავიდააა ბუჯოოო! 33 მიგ-29 ნატოს სტანდარტებით დააფდეითებული (ჯერ მარტო სლოვაკეთიდან (13) და პოლონეთიდან (20)) – ასკაცუმეეს რას ნიშნამს ესა? :))))))) ფ….დეს რასიისკოი ფედერაციი :)))))))))))) თანაც კიდევ წამოვა და წამოვააა! წინ ხომ შეტევააა!
შეტევაზე გამახსენდა, დიდი გამიშვი-გამატარე იყო გუშინ ხორბლის შეთანხმების გახანგრძლივების ვადებზე. ურდო უბნობდა 60 დღით გახანგრძლივდაო, ჩვენები ჰამბობენ 120-ით. სად არის პუტლერის თავი ჩამარხული? უკრაინის კონტრიერიშში. მითამ, ვადები დაუწესეს ჩვენებს ურდოსებმა, რომ აი თუ იერიშს დაიწყებთ, შეთანხმებას გავაჩერებთო. ჰა ჰა ჰა !
მოვა მაისიიი – უფ რა მიყვარს მაისიც და ეს სიმღერაც დიდი მაესტრო ჯანო კახიძის შესრულებით!
მაისზე გამახსენდა, თურქეთში 2 თვეში არჩევნები მომხდარი იქნება. ერდოღანმა ბოლო პერიოდში მაგარი გადაუჭირო პუტლერს და მის ურდოს – თვითმფრინავების მომსახურება ხო გედეეკეტა ურდოს, ახლა კიდე რა გახდა ცნობილი? თურქეთი აღარ ივაჭრებს რუსეთთან საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოხვედრილი პროდუქციით (აბა ვნახოთ ტრაილერების ლაინ-აფი როოგორ შეთხელდება ჩვენს ტერიტორიაზე).
გაცინოთ – ჩვენ რო ვიძახდით, გოდოუკტეთ საზღვარი მობილიზაცია გამოქცეულებს თქვა, რუსთუმნიანები კიჟინებდნენ, ენდე, ამერიკამ მიიღო თავისთანაო და ამაზე რას იტყვითო? მეთქი, ხარაშოოოო. ჩაუჯექი აბა მდინარის პირას სთქოოო. ჰოდა ენგრე მეყოეთ სულ კაათა – ჩუმათ-ჩუმათ, არვინ გაგვიგოსო და ამერიკიდან ემაგ მობილიზაცია გაქცეულებს აჩუ აქედანაო უთხრეს საიმიგრაციოშიიი! ნენაა, გლახათ ვაარ! :)))))))
კიიიდო, არის ერთი დიდი ამბავი, მაგრამ მაგას აფიციალნი დოსტური ჭირდება, თუმცა, წყაროზე ამბობენ, რუსული ს-400-ების შესყიდვის მეორე ეტაპი შეჩერებულიაო – ლა ლა ლა ლა ლალა :))))))))
აი თვითონ რუსები ხო არიან ძღონკები, მაგრამ მათი მაძუნგალა მიმდევრები კიდევ უფრო უძღონკესი. აბა გამოიცანით რა მოხდა გუშინ მასკვაში მდებარე ევროპის მოედანზე? :)))))) აი ძაალიან ადვილია პასუხი – ევროპის ქვეყნების დროშები ჩამოხსნენ :)))))))))))))))) უბრალოდ იქ თავისი ხელით ქნა ეგ რუსასტანმა, აქ – ჭინკებს გააკეთებინეს ტურებმა!
ფრონტის ხაზებზე გუშინ, წინა დღეებთან შედარებით უფრო დაბალი ინტენსივობის ბრძოლები იყო. ნუ ეს არ ეხება არც ბახმუტს და არც ავდეევკას. ორივე მიმართულებაზე გიჟებივით გვესეოდნენ კუხარკა პრიგოჟინის ორკ-ესტრანტები! მძიმე ტექნიკაც აქვთ და ავიაციასაც მოიხმარენ, თანაც არტილერიული დაბომბვებია გაXმაგებული! დგანან ჩვენები მაგრად! ალაგ ალაგ კარგ დკონტრდარტმებსაც ახორციელებენ, მაგრამ რაიმე დიდ გარღვევაზე საუბარი ზედმეტია! კარგია, რომ გუშინ ვიდეო გავრცელდა ბახმუტის სამხრეთით სტრატეგიული ტ0504 ტრასიდან (ფაქტია ჩვენებმა კონკრეტული მიზნით გაავრცელეს, რომ ახლა ურდომ იფიქროს რას ნიშნავს ეგ), სადაც ჩვენბის კაი მოკრძო კოლონა დგას! ტრასაზე კონტროლისთვის გაშმაგებული ბრძოლები გრძელდება, მაგრამ ჯერ ჩვენების ხელშია! იგივე ზემოთკენაც, ო0506 ტრასაზე! აღმოსავლეთ ნაწილში ცოტა შევძელით ვითარების დასტაბილურება, მაგრამ მაინც ძალიან დიდი ბრძოლები მიდის!
კუპიანსკი-სვატოვო-კრემინნა შედარებით პოზიციური ბრძოლები იყო!
უჰლედარი ასევე! ზაპოროჟიეშიც ლოკალური მნიშვნელობის ბრძოლები იყო, ხოლო ხერსონში არტილერიური დუელი!
უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველოც გაიხარებს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა და განადგურდება 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.
#ArmUkraineNow #ukrainewinsin2023
#russiaterroriststate #PutinIsaWarCriminalაბა კვირა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო!…
Posted by Buka Petriashvili on Saturday, 18 March 2023