LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ რატომ ვართ დაბალი ღობე? – საფრანგეთს რომ აეკრძალა ამერიკელი მოსამართლისთვის მის ქვეყანაში შესვლა, რა რეაგირება მოჰყვებოდა ამას აშშ-ში, ვიცით ხომ?!“ – დიმიტრი გვრიტიშვილი პრემიერს მიმართავს

148
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით კულუარულ ზეწოლებზე ინფორმაციას მიაწვდიან, დაელოდებიან, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება.

„აშშ-ის საელჩოს მხრიდან ხდება ჩვენი ოჯახების მორალური ტერორი.. ესენი სიცოცხლის მოსპობაზეც კი არიან წამსვლელები“ – ლევან მურუსიძე

„თუ რაღაც ჩანაწერი არსებობს ჩემთან მიმართებაში, თანხმობას ვაცხადებ, რომ გამოაქვეყნონ. გადავდგები თანამდებობიდან, თუ რაიმე უკანონო სატელეფონო საუბრები ხდებოდა – მივმართავ პრემიერს, დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს ჩვენთან, მოსამართლეებთან შეხვედრა“, – განაცხადა მან.

ვინ იქნება შემდეგი? – კელი დეგნანის პასუხი სანქცირებულთა შესახებ კითხვაზე

„სანქციებს წინასწარ არ ვაანონსებთ, გავაგრძელებთ კორუფციის წინააღმდეგ მუშაობას“

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას, დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, „ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული მოსამართლეების სანქცირება, ეს არის გზავნილი სასამართლო ხელისუფლების მიმართ, მისი დამორჩილების და მიტაცების მცდელობა“

მისი თქმით, გაუგებარია, რა სტანდარტით მოქმედებს დემოკრატიის ფლაგმანი ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ უმაღლესი ხარისხის დემოკრატია აქვს, როცა მტკიცებულებების გარეშე პარტნიორი სახელმწიფოს მოქმედ მოსამართლეს კორუფციის უმძიმეს ბრალდებას სდებს.

ილია დარჩიაშვილი ბლინკენს წერილით მიმართავს: იმედს გამოვთქვამთ, რომ აშშ წარმოადგენს მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას

„უბრალოდ ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება დაგაბრალონ უმძიმესი კორუფციის ბრალდება და შემდეგ დაგიწესონ სანქცია.

იგივე რომ გაეკეთებინა ამერიკის შეერთებულ შტატებში რომელიმე სახელმწიფოს წარმომადგენელს, ვთქვათ, საფრანგეთის ელჩს არ მოსწონებოდა ამერიკელი მოსამართლის გადაწყვეტილება და იგივე ბრალდება გაეჟღერებინა და საფრანგეთს აეკრძალა ამ მოსამართლისთვის საფრანგეთში შესვლა, რა რეაგირება მოჰყვებოდა ამას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვიცით ხომ?! ჩვენ რატომ ვართ დაბალი ღობე? – თან გვეუბნებიან, რომ პარტნიორი დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა ვართ. ამ კამპანიის საბოლოო შედეგი არის ის, რომ სასამართლო ხელისუფლება დაემორჩილოს მათ“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე

მაჭარაშვილი: მოსამართლეთა დასანქცირება უსაფუძვლოა! – აშშ-ს ელჩმა ამაზე გულწრფელად როგორ უნდა თქვას, რომ მათი სურვილი ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარებაა

„ალბათ შეცდომა და გაურკვევლობაა“ – ფრიდონ ინჯია მოსამართეებისთვის სანქციების დაწესებაზე

„მისასალმებელია…დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება” – სენატორი ჯიმ რიში

რამდენი ხნით აეკრძალათ შტატებში შესვლა სანქცირებულებს და რა იქნება შედეგი – აშშ-ის საელჩო ქართველი ოფიციალური პირების სანქცირებასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხობს

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები