LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ მოვდივართ: თამაში, რომლის გამო ცოლსაც კი დათმობ – რეალი და ლივერპული პარიზში ბრუნდებიან

41
FORTUNA.GE (8)

პარიზში, ხვალ, ევროსეზონის მთავარი მატჩია. ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპული“ და მადრიდის „რეალი“ შეხვდებიან. ინგლისურმა გუნდმა რიხით გაიარა პლეი-ოფი, ხოლო ესპანური გრანდის გზა სათავგადასავლო ფილმს უფრო წააგავს.

მერსისაიდელებისთვის ეს არის 4 წლის წინადენლი მარცხისთვის სამაგიეროს გადახდის შანსი. ის მატჩი ხალხს სერხიო რამოსის მხრიდან სალაჰისთვის ტრავმის მიყენების (ხელი მოტეხა) და მეკარე კარიუსის საშინელი შეცდომებით დაამახსოვრდა.

წლევანდელივით ძალების თითქმის მსგავსი განლაგება იყო დაახლოებით 40 წლის წინ, როდესაც ეს გუნდები ჩემპიონთა თასის ფინალში შეხვდნენ. ის მატჩიც საფრანგეთის დედაქალაქში ჩატარდა.

საუბარია 1980/81 წლების ფინალზე,. რომელიც „პარკ დე პრენსზე“ ზუსტად 41 წლის წინ – 1981 წლის 27 მაისს გაიმართა.

გუნდების მიერ არჩეული თამაშის მოდელი შემტევი ფეხბურთისა და გოლების საშუალებას არ იძლეოდა. „რეალი“ დაბალ ტემპს მიყვა, „ლივერპული“ ბურთს იჭერდა. ესპანელები თავისუფალ სივრცეს არ უტოვებდნენ დალგლიშს და სუნესს. დამატებითი დროის შესაძლებლობა იმატებდა და ერთ შეცდომასაც შეიძლებოდა საბედისწერო გამხდარიყო.

ასეც მოხდა. 82-ე წუთზე „ლივერპულმა“ აუტი მოაწოდა. რეი კენედიმ ალან კენედის ჩაუწოდა, 3 ნომერმა ბურთი მკერდზე მიიღო, საჯარიმოში შეაგდო, იქვე მდგომმა ესპანელმა გარსია კორტესმა ბურთი ვერ მოიგერია, შედეგად კენედიმ სივრცე მიიღო და კუთხიდან მოხდენილად გადაუგდო ბურთი მეკარეს. წითელი ტორსიდა ზეიმს მიეცა.

 

კომენტარები

„კარლო, ჩვენ მოვდივართ!“ – კლოპი „ლივერპულის“ მოგებაზე 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ანჩელოტის „მილანთან“.

კლოპი ანჩელოტის პატივისცემაზე: „ჩემი ინგლისური არც ისე კარგია, რომ შესაფერისი სიტყვები შევარჩიო. მან ყველგან ყველაფერი მოიგო და არასოდეს ჩერდება“.

ბენიტესი: „ლივერპული“ მცირე ფავორიტია, ცოტა სუსტი წერტილი აქვს. მაგრამ „რეალი“ ფინალში – ეს არის „რეალი“.

კარაგერი: „სიტის“ 6:2 უნდა მოეგო „რეალისთვის“. მადრიდელებს უფრო მეტი წაგება აქვთ ჩემპიონთა ლიგაზე, ვიდრე „ლივერპულს“ მთელ სეზონში“.

ნევილი: „კაზემირო, კროსი, მოდრიჩი, ვალვერდე და კამავინგა „რეალს“ გამარჯვებას მოუტანენ. „ლივერპულის“ ნახევარდაცვა – სუსტი ადგილია“.

კარვახალი სალაჰის რევანშის სურვილზე: „იმედია, მეორე წაგება „რეალისგან“ მისთვის მძიმე დარტყმა არ იქნება“.

სადიო მანე: „რეალმა“ დაიმსახურა მოგება 2018 წელს. არ მიმაჩნია ფინალი შურისძიების შანსად. ჩვენ სხვა მატჩი გველოდება – „ლივერპული“ უფრო ძლიერი გახდა“.

ტომას მიულერი: „რჩება შთაბეჭდილება, რომ „ლივერპული“ უკეთესია. იქნება 2:2 და ინგლისელების მოგება პენალტებით“.

ვალვერდემ იხუმრა ფინალზე: „გამარჯვებისთვის ბევრ რამეს გავიღებ. ყველაფერს, შვილის გარდა… შეიძლება ცოლიც კი“.

ვალვერდეს ცოლი: „ვერ გავკიცხავ. „რივერმა“ კიდევ ერთი ლიბერტადორესის თასი რომ მოიგოს, მეც დავთმობდი მას“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები