LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩეფერინის დასკვნას

38

14 სექტემბერს უეფას ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელსაც ათენში დანიშნულ კონგრესზე აირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ჰოლანდიელი მიხაელ ვან პრააგი და სლოვენიელი ალექსანდერ ჩეფერინი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი, აგვისტოს თვეში შეხვდნენ უეფას პრეზიდენტობის კანდიდატებს, გაეცნენ მათ ხედვასა და სამომავლო გეგმებს, სამოქმედო სტრატეგიას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აქტიური შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სფფ უეფას საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს უჭერს ალექსანდერ ჩეფერინის კანდიდატურას, რადგან სრულად იზიარებს მის ხედვას ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები