LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ მივდივართ კიევში მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის“ – გაეროს ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელი კიევში გაემგზავრა

39
ზაპოროჟიე

გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი კიევში გაემგზავრა, რათა განიხილოს უსაფრთხოების ზონის შექმნა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ, მას შემდეგ რაც პუტინმა მისი აღების ბრძანება გასცა.

აღნიშნულის შესახებ გროსიმ სოციალურ ქსელში დაწერა და განაცხადა, რომ ახლა დაცვის ზონის საჭიროება იმაზე გადაუდებელი საკითხია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

რუსებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

„ჩვენ მივდივართ კიევში მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის“, – დაწერა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ Twitter-ზე.

მანამდე პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, რუსეთის მთავრობას უბრძანა, დაემორჩილონ ევროპის უმსხვილესი ატომური ქარხანა და გახადოს იგი „ფედერალური საკუთრება.“

პუტინის განკარგულებას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ბათილად მივიჩნევთ: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო