LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ მართლაც არ გვეთმობა ეს მონაპოვარი“ – 24 დეკემბრიდან სავაჭრო ობიექტების გახსნა ისევ სათუოა

101
131153177-3616418738447759-1128058075628741071-o

ეკონომიკის მინისტრი სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს იმასთან დაკავშირებით, რა გარანტიები არსებობს მათი მხრიდან და როგორ აპირებენ ისინი გახსნის შემთხვევაში რიგების მართვას.

„გვაქვს პირველი მოკრძალებული ნიშნები, სტაბილიზაციის ეტაპია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ამ პირველ პოზიტიურ ნიშნებს, რაც არის პირდაპირი შედეგი წერტილოვანი შეზღუდვების და რა თქმა უნდა, ჩვენი ექიმების თავდაუზოგავი შრომის, რაც უზრუნველვყავით. ამ შეზღუდვები ფონზე, როდესაც მობილობა შემცირდა სამედიცინო სექტორი უფრო მშვიდად ემსახურება პაციენტებს და სული მოთქვა.  ჩვენ მართლაც არ გვეთმობა ეს მონაპოვარი, აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ამ დღეებში მე მექნება შეხვედრა არასასურსათო ვაჭრობის ობიექტებთან, ვისაუბრებთ მათთან ძალიან სერიოზულად, რა გარანტიები არსებობს მათი მხრიდან და რა მოსაზრებები, როგორ  უნდა მართონ რიგები, როგორ არ უნდა დაუშვან აჟოიოტაჟური მოხმარება, რომ წყალში არ ჩაგვეყაროს ის მონაპოვარი, რაც ამ დღეებში ყველამ ერთად მოვიტანეთ ჩვენი ერთობლივი შრომით და შეზღუდვების შედეგად“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები