ჩვენ კლუბური ცხოვრებისა და მოდის წინააღმდეგი არ ვართ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საოცარია, როცა გარკვეული სოციუმი ამტკიცებს, რომ კლუბში ნარკოტიკები არ არის.
„გარკვეული სოციუმი გვიმტკიცებს, რომ ეს წარმოუდგენელია და კლუბებში ასეთი რამეები ხდება და ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ეს ხდება. არცერთი შემთხვევა არ ყოფილა კლუბის ხელმძღვანელებისგან, რომ მოუმართავთ შსს-სთვის დამხარებისთვის. არადა, მტკიცებულებებში ვხედავთ, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობენ ერთსა და იმავე კლუბში, ერთი და იგივე ადამიანები. გარდა ამისა, სამწუხაროდ ბოლო კვირების განამვლობაში ჯანდაცვის სისტემაში ინტოქსიკაციის ოდენობა გაიზარდა კრიტიკულად. ჩვენ ვეცადეთ, რომ დაგვეკავებინა 8-ვე რეალიზატორი კლუბების გარეთ. ეს იყო ჩვენი მიზანი, უბრალოდ ერთ-ერთმა მიგვასწრო. ჩვენი მიზანი კლუბში ჩხრეკის ჩატარება არ ყოფილა. პოლიციელებმა იმუშავეს იმისთვის, რომ ამ კლუბის გარეთ ყოფილიყო დაკავება. კლუბის ჩხრეკაზე გვქონდა განჩინება და არა ადამიანების კლუბში. ეს დრო იმიტომ ავირჩიეთ, რომ ორშაბათს დილით კლუბში შესვლა იქნებოდა გასაკვირი,“ – აღნიშნა გახარიამ.