“ჩვენ ჯერ კიდევ შარშან არ ვაღიარეთ ვენესუელის არჩევნების შედეგები… შესაბამისად ჩვენ ვთქვით, რომ მადუროს რეჟიმი არ იყო ლეგიტიმურად არჩეული” – ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ფეისბუკზე ლაივ-ჩართვისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვენესუელის თემა ახლა საერთაშორისო პოლიტიკაში ძალიან პოულარულია, თუმცა საქართველომ მადუროს რეჟიმის ლეგიტიმაცია ჯერ კიდევ 2018 წელს არ სცნო, როდესაც ვენესუელის არჩევნების შედეგები არ აღიარა.
“ჩვენ ჯერ კიდევ შარშან არ ვაღიარეთ ვენესუელის არჩევნების შედეგები. ვთქვით, რომ მადუროს რეჟიმი არ იყო ლეგიტიმურად არჩეული. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა საერთაშორისო პოლიტიკაში დღეს ძალიან პოპულარულია, ჩვენ ჯერ კიდევ შარშან ვთქვით ამის შესახებ ძალიან პრინციპულად. ბუნებრივია მას შემდეგ რაც ჩვენმა მეგობრებმა და სტრატეგიულმა მოკავშირეებმა მიიღეს პრინციპული გადაწყვეტიულება”, – განაცხადა ბახტაძემ.
მისი თქმით, მადუროს რეჟიმი წლებია ხელისუფლების უზურპაციას ახდენს. პრმიერმა ვენესუელის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების ფაქტი გაიხსენა, რაც მისი შეფასებით საერთაშორისო სამართლიდან გასვლას ნიშნავს.
https://www.facebook.com/bakhtadzemamuka/videos/2163273257226768/?__xts__[0]=68.ARBgPw_dIGQI3xycMeFHePpBnTEJ6kIrC5zDv2lIG75Dmv7KXyVgOPzz0A99XQVdHhzS9u-_NWno9Od9It24qcJ6ThmXGo8XfI9ci9Y7zlnujFgLz3RMSBcozEnDWZwIeWJDUsbOPqYnlJ0RmAFsffTWP9LE8N0c4H2xoZfl_apEcDmdr6iA5l8jEDr3noGWFZfJ5gVfqpqZdy-sDSQn3CLmcJhV8swY1wEdvbOiKSEG4qFWvC5tHW7fDXBO0bjaiDxFADqHTV47a0vOmC_hrpXlVp_Dog-WueyTJYxIIT47NL8fyTPa4hyxib60vDP-yfkomhO9OdAamB1vYIlggcpBnre632y_uI4&__tn__=-R
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერსა და ქვეყნის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს, რომელმაც თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. პარალელურად, რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებიდან მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მხარდამჭერი გზავნილებიც ისმის.პირველი ქვეყანა, რომელმაც გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ამის შემდეგ ოპოზიციის ლიდერი დროებით პრეზიდენტად აღიარეს კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა, მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა საქართველომაც. რაც შეეხება რუსეთს, თურქეთსა და ჩინეთს, ისინი ვენესუელის პრეზიდენტანდ მადუროს უჭერენ მხარს. პრეზიდენტისადმი ლოიალური რჩება ქვეყნის არმიაც.
შეგახსენებთ, ნიკოლას მადურო საპრეზიდენტო არჩევნებზე უარს ამბობს და ამის ნაცვლად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.