LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ გვსურდა ხმამაღლა დაგვეწყო საუბარი გენდერული თანასწორობის შესახებ “ – გამოვიდა სიმბოლური, 19 ლარიანი კუპიურა მარო მაყაშვილის გამოსახულებით

763
page

როგორც ცნობილია, გაეროს მოსახლეობის ფონდმა და კომპანია „ეივონმა“ ერთობლივი კამპანია წამოიწყო, – „მაროს სახელით“ გენდერული თანასწორობისთვის. გამოვიდა სიმბოლური, 19 ლარიანი კუპიურა მარო მაყაშვილის გამოსახულებით.

რადიო „ფორტუნას“ დილის სტუმარია „ეივონის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და პროექტის ხელმძღვანელი, ნათია ზუბიაშვილი.

-ვინ არის იდეის ავტორი?

იდეის ავტორია გიორგი პოპიაშვილი, პროექტის ინიციატორები კი კომპანია „ეივონი“ და „გაეროს მოსახლეობის ფონდი“. ჩვენ გავაერთიანეთ ძალები იმისთვის, რომ ხმამაღლა დაგვეწყო საუბარი გენდერული თანასწორობის შესახებ და შეგვექმნა ისეთი კამპანია, რომელიც საზოგადოებაში დისკუსიას გამოიწვევდა. ამ მიმართულებით საქართველოში არც თუ ისე კარგი სტატისტიკაა. ერთად მივედით კუპიურაზე დატანის იდეამდე. როგორც მოგეხსენებათ, 6 კუპიურიდან მხოლოდ ერთზე არის ქალი გამოსახული. ჩვენ 10 ვარიანტი შევთავაზეთ საზოგადოებას, ჩავატარეთ გამოკითხვა, ამ ათ ადამიანში იყვნენ: ეკატერინე გაბაშვილი, კატო მიქელაძე, ელენე ახვლედიანი და ა.შ… ესენი იყვნენ ქალბატონები, რომლებიც სხვადასხვა დარგიდან იმსახურებდნენ ყოფილიყვნენ გამოსახულნი კუპიურაზე. გამოკითხულთა უმეტესობამ გადაწყვიტა, რომ ეს უნდა ყოფილიყო მარო მაყაშვილი. მარო მაყაშვილი მოგეხსენებათ იყო 19 წლის გოგონა, 19 თებერვალს დაღუპული, სწორედ ამიტომ ავარჩიეთ სიმბოლური, 19 ლარიანი კუპიურა. დიზაინიც საოცრად ლამაზი და დახვეწილი გამოვიდა.

მარო მაყაშვილის გამოსახულებით გაყიდული მარკიდან მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება

-სამომავლოდ რა ტიპის განვითარება შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს და როგორი გამოხმაურება მოჰყვა უკვე ამ პროექტს?

კამპანიისთვის ცალკე შევქმენით სოციალური ქსელები, გამოხმაურებაც საოცრად დიდი და დადებითი მოჰყვა. რაც შეეხება განვითარებას, ძალიან გვინდა, რომ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებმა აიტაცონ ეს იდეა და კიდევ ერთი ქალის გამოსახულებით შემოგვთავაზონ კუპიურა, ან მონეტა. მთავარი მესიჯი საზოგადოებამდე ნამდვილად მისულია.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები