LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ გვინდა ევროპა, განვითარება, წინსვლა – აქცია ბათუმში

236
80220562-3496540503720044-9058788164222582784-n

“ქართულმა ოცნებამ” შეასრულოს დაპირება და ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემის მოდელი დამკვიდრდეს – ამ უცვლელი მოთხოვნით ბათუმში აქცია მიმდინარეობს. ქუთაისის შემდეგ, ეს არის რიგით მეორე აქცია, რომელსაც ოპოზიცია ბათუმში მართავს.

“ყველა ვერთიანდებით ერთი რამისთვის, ჩვენ გვინდა ძლიერი, ერთიანი გამარჯვებული საქართველო, სადაც ყველა ადამინს აქვს ღირსეული ადგილი. ამისთვის, მთელი ქვეყანა ფეხზე დადგება…

ოპოზიცია და მმართველი პარტია ისევ ვერ შეთანხმდნენ

მთელი საერთაშორისო საზოგადოება ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს იმ მშვიდობიან პრტესტს, რასაც ჩვენ ვამბობთ. ეს ეძღვნება საქართველოს ევროპულ კურსს. ფეისბუქზე დაბლოკილმა ტროლებმა აჩვენა რომ ხელისუფლება აფინანსებდა პრორუსულ რიტორიკას.

ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა განვითარება, ჩვენ გვინდა წინსვლა. აუცილებად გავიმარჯვებთ ყველა ერთად!”,-ამბობს გიორგი ვაშაძე.

აქციის მონაწილეები სამ ლოკაციაზე, საზღვაო სადგურთან, ცენტრალურ პარკთან და უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, თუ “ქართული ოცნება” დათმობაზე არ წავა, უფრო მასშტაბურ პროტესტს მიიღებს.

აქციების 30 წელი - რას აპროტესტებს ქართველი კაცი?

ქართული აქციების 30-წლიანი ისტორია იწყება მოწოდებით "გა-და-დე-ქი" და იგივე მოწოდება აქტუალურია დღესაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები