LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ გვაქვს ოთხი ახალი ბუჩა: ალექსი არესტოვიჩი

928
არესტოვიჩი და მარიუპოლის დებლოკირება

უკრაინაში ჯერჯერობით თემა ხალხის გადარჩენაზეა, რადგან რუსეთი აქ გენოციდს ახორციელებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა განაცხადა.

“ჩვენ ოთხი ახალი ბუჩა გვაქვს: ორი – ზაპოროჟიეს მიმართულებით, ორი კი ხერსონის.” – აცხადებს არესტოვიჩი.

“მასობრივი გაუპატიურებები, ბავშვების, მოხუცების მკვლელობები, მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯა და ა.შ. რა “ძმობაზე” შეიძლება ვისაუბროთ?“- აღნიშნა არესტოვიჩმა.

აპრილის დასაწყისში ქალაქ ბუჩას რუსული ძალებისგან განთავისუფლების შედეგ, ქალაქში ასობით მშვიდობიანი მოქალაქის მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. გარდაცვლილთა ცხედრებს ძალადობრივი სიკვდილის კვალი აჩნდათ. გარდა ამისა, ბუჩას ქუჩებში სიკვდილით დასჯილი მოქალაქეების გვამები ესვენა. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსი სამხედროები, კვალის დაფარვის მიზნით, დაღუპულთა ნაწილის დაწვას შეეცადნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები