LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ან ჩვენ გავალთ ევროკავშირიდან ან ამას არასდროს დავუშვებთ – იტალიის პრემიერი ე.წ მწვანე დერეფნებზე

750
07623191

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე აცხადებს, რომ თუ ე.წ მწვანე დერეფნების ინიციატივა ძალაში შევა, იტალია ევროკავშირს დატოვებს.

“ჩვენ არ მივიღებთ შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირში პრივილეგირებულ ტურისტულ გზებს ქმნის” , – განაცხადა კონტემ და დასძინა, “ან ჩვენ გავალთ ევროკავშირიდან. ამას არასდროს დავუშვებთ”.

ე.წ ტურიზმის მწვანე დერეფანი გულისხმობს, რომ გარკვეულ ქვეყნებს, რომელთაც კორონავირუსის შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი აქვთ, საშუალება ექნებათ ტურიზმი აღადგინონ, ვიდრე საზღვრები სრულიად გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები