LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის იზოლაციას და მისი ფინანსების შესუსტებას – რობერტა მეცოლა

53
რობერტა-მეცოლა

უკრაინის დახმარება არ შეჩერდება. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის იზოლაციას და მისი ფინანსების შესუსტებას, – ასე აფასებს ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლა “ტვიტერის” გვერდზე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალ პაკეტს.

„იმის გამო, რომ რუსეთის უკანონო შემოჭრიდან მალე 6 თვე შესრულდება, ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ დაღლილობა, უკრაინის დახმარება არ შეჩერდება. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის იზოლაციას და მისი ფინანსების შესუსტებას. დღევანდელი პაკეტი აძლიერებს მიმდინარე სანქციებს და ხდის მათ უფრო ეფექტურს”, – წერს მეცოლა „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რუსეთის წინააღმდეგ მორიგ, გაძლიერებულ სანქციებზე შეთანხმდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები