LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ დავამარცხებთ კორონას”: პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დღეიდან კორონავირუსით ინფიცირებულებს მოესამხურება

3581
pjimage

ინტერნეტმომხმარებელი ნინო გოგოხია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დღეიდან კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს უმკურნალებს.

ბოლო 24 საათში თვითიზოლაციის წესი 13-მა ადამიანმა დაარღვია

თვითიზოლაციის წესი შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, აჭარის, გურიის, მცხეთა მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებში დაარღვიეს.

“პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გადაკეთდა ინფექციურ საავადმყოფოდ, ლაბორატორია მზადყოფნაშია!
ჩვენ დავამარცხებთ კორონას. იმედი გვაქვს ყველაფრის ჩათავების შემდეგ სურათსაც იგივე შემადგენლობით გადავიღებთ და არავინ მოგვაკლდება”, – წერს ნინო გოგოხია.

ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულთათვის საქართველოში აქამდე 4 კლინიკა იყო გამოყოფილი, მათ შორის ინფექციური საავადმყოფო,  საუნივერსიტეტო კლინიკა (ყოფილი მერვე საავადმყოფო), რესპუბლიკური საავადმყოფო და გორის ჰოსპიტალი. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, კერძო სექტორთან მოლაპარაკებებს შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, მოთხოვნიდან 2 დღის განმავლობაში “ევექსი”, “ავერსი”, “ნიუ ჰოსპიტალი” და “პსპ” 3 600-ს საწოლს გამოყოფენ.