LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ, ჩვენს ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ, ოღონდ ეს იქნება მშვიდობიანი დაბრუნების პროცესი” – მმართველი გუნდი დანილოვის განცხადებას პასუხობს

119
621cccf787101

მმართველ გუნდში უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებას პასუხობენ, რომელმაც თქვა, რომ თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს აუცილებლად დაეხმარება უკრაინას.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს აუცილებლად დაიბრუნებენ, თუმცა ეს მოხდება მშვიდობიანი გზით.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ადამიანები არიან გაღიზიანებულნი ამგვარი პოლიტიკის განხორციელების გამო. ხშირ შემთხვევაში მოგვიწოდებენ, გვიკიჟინებენ, რომ საქართველო როგორმე ჩაერთოს თავის ტერიტორიებზე, თავის ქვეყანაში ომში. ჩვენ ჩვენს ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ, ოღონდ ეს იქნება მშვიდობიანი დაბრუნების პროცესი, რომელიც საკმაოდ გრძელვადიანი იქნება და არ იქნება მარტივი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის და განხორციელების გზით  ნაბიჯების გადადგმას,” – აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები