კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სპორტულ ფედერაციებში ანტიკორუფციული მექანიზმების დანერგვა აუცილებელი გახდება. მისი აზრით, სამინისტრო, რომელიც სპორტულ ფედერაციებს ფულს აძლევს ვალდებულია, რომ მისი ხედვა გააცხადოს.
“ჩვენი ხედვა იქნება ის, რომ ფედერაციებს დაფინანსების საკითხების გადაწყვეტისას მივცემთ რჩევებს. მაგალითად, ფედერაციებში აუცილებელი გახდება, რომ ანტიკორუფციული მექანიზმები დაინერგოს.
ამხელა თანხების გამოყენებისას სამინისტროს, მთავრობას ანუ ხალხს. იმ ორგანიზაციაში, სადაც ბევრი ფული იყრის თავს, აუცილებელია, იყოს ანტიკორუფციული მექანიზმი. ჩვენ არ ვიქნებით სამინისტრო, რომელიც უბრალოდ ფულს იხდის და შემდეგ არ აინტერესებს თუ რაში იხარჯება ის,” – განაცხადა მინისტრმა.