LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ არ ვართ ბაღის აღსაზრდელები და კობახიძე არ არის ჩვენი დამრიგებელი, რომ ჭკუას გვარიგებდეს: ელისაშვილი

45
1

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას, რომ ბადრი ჯაფარიძის მიერ დანაშაულის აღიარების პირობებში უმრავლესობის გადაწყვეტილება დიდი ალბათობით განსხვავებული იქნებოდა, ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აფასებს.

ელისაშვილის თქმით, ისინი არ არიან საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, კობახიძე კი მათი დამრიგებელი, რომ ჭკუას არიგებდეს.

როგორც ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, ეს არის აღიარება, რომ “ქართული ოცნება” პოლიტიკურ პროცესს საკუთარი პარტიული გადასახედიდან უყურებს:

“ასე ნორმალური პოლიტიკოსები არ საუბრობენ, ეს არის პოლიტიკური პროცესების პარტიული ნაჭუჭიდან ყურება. ჩვენ არ ვართ საბავშვო ბაღში, ბაღის აღსაზრდელები არ ვართ და კობახიძე არ არის ჩვენი დამრიგებელი, რომ ასე ჭკუას გვარიგებდეს.

ეს არის ძალიან ცუდი პოლიტიკური კულტურის გამოვლენა, გულწრფელი აღიარება იმის, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს, რომ პოლიტიკურ პროცესს, სამწუხაროდ, უყურებს საკუთარი პარტიული გადასახედიდან, პრიზმიდან და არა სახელმწიფოებრივი გადასახედიდან. გულდასწყვეტია, როცა ასე უყურებ მოვლენებს, რომ როცა “ქართული ოცნებისთვის” კარგ რამეს გააკეთებ, პრობლემა არ გექნება და როცა არ გააკეთებ, მაშინ პრობლემა გექნება და მანდატს გაგიუქმებს”, – თქვა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტაზე საუბრის დროს განაცხადა, რომ თუ ჯაფარიძე დანაშაულს აღიარებდა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ძალიან მაღალი ალბათობით განსხვავებული იქნებოდა.

ქვეყანა კრიმინალური სინდიკატის მენტალიტეტით იმართება – კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ თუ ჯაფარიძე ივანიშვილს ბოდიშს მოუხდიდა, მანდატს არ გაუუქმებდნენ: სამადაშვილი