მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ საკანონდებლო ინიციატივას ოპოზიცია შანტაჟად აფასებს. ცვლილების მიხედვითაც დაფინანასება გაუუქმდება ან შეუჩერდება ყველა და პარტიას, რომელიც საპარლამენტო საქმიანობაზე უარს განაცხადებას.
საკითხზე სერგი კაპანაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „რეალურ დროში“ისაუბრა. „ევროპული საქართველოს“ წევრი ამბობს, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, დააშანტაჟოს ოპონენტები, თუმცა ეს მისი განმარტებით არ იმუშავებს.
„ამ შანტაჟით ისინი ვერაფერს მიაღწევენ. ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც შანტაჟს ექვემდებარებიან. მათ როგორც ჩანს წარმოდგენა ჰქონდათ, რომ თუ დაგვემუქრეოდნენ დაფინანასების შეჩერებით და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რეგისტრაციის გაუქმებით, ჩვენ უარს ვიტყოდით საკუთარ მოთხოვნებზე. რა თქმა უნდა ეს დიდი სისულელეა“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.