LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ არ გვსურს რუსეთთან საქმიანი ურთიერთობების სრულად გაწყვეტა – ზიგმარ გაბრიელი

36

„გერმანიამ და ევროპამ უნდა უზრუნველყონ, რომ აშშის ახალმა სანქციებმა რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში ყინულოვანი პერიოდი არ გამოიწვიოს“, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზიგმარ გაბრიელმა, ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან, შეხვედრაზე განაცხადა.

ჩვენ, როგორც ევროპელები, სერიოზულად ვართ შეშფოთებულები ევროპისთვის იმ უნებლიე შედეგებით, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკულ სანქციებს მოყვა. ჩვენ არ გვსურს რუსეთთან საქმიანი ურთიერთობების სრულად გაწყვეტა, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში“, – განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ზიგმარ გაბრიელმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ახალმა სანქციებმა შესაძლოა, „ყინულოვანი პერიოდი“ გამოიწვიოს რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში.

მისი თქმით, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ამომავალი წერტილი აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის გრძელვადიანი შეწყვეტა შეიძლება გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები