მადრიდის „რეალმა“ ახალი სეზონი დამაჯერებლად დაიწყო კრიშტიანოს წასვლის მიუხედავად. „სამეფო კლუბიდან“ ხმები გამოდიოდა, რომ გუნდი მრავალწლიანი ლიდერის გარეშეც გაუმკლავდებოდა საქმეს. თუმცა „რეალის“ ბოლო შედეგები, რბილად რომ ვთქვათ, შთამბეჭდავი ვერ არის, მით უმეტეს, რომ მადრიდელებს 409 წუთია გოლი არ გაუტანიათ.