LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭვავის პური სვანური მარილით: როგორია ახალი ქართული პური?

458

კომპანია „იფქლმა“ ჭვავის პურეულის წარმოებაში კიდევ ერთი სახეობა, ჭვავის პური სვანური მარილით, დაამატა. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სახეობის პურის რეცეპტი სვანეთში დამზადებულ მარილს შეიცავს, რაც პურს განსაკუთრებულ არომატს და გემონურ თვისებებს სძენს.

„იფქლის“ მთვარი ტექნოლოგის განცხადებით, პურის შექმნის იდეა ექსპერიმენტის შემდეგ გაჩნდა და განხორციელდა.

„იფქლის უახლეს ლაბორატორიაში მუდმივად ვმუშაობ პურის ახალ სახეობებზე, ვცდი განსხვავებულ რეცეპტებს, ვაახლებ არსებულებს, რათა მომხმარებლებმა მიიღონ საუკეთესო პროდუქტი. ჭვავის პური სვანური მარილით სწორედ ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტის დროს შეიქმნა. ჭვავის ფქვილისა და ალაოს ნაზავს განსაკუთრებულად მოუხდა სვანური მარილის სპეციფიკური გემო. მათმა ერთობლიობამ კი განსხვავებული პროდუქტი მოგვცა, რომელსაც ჯერ-ჯერობით ქართულ ბაზარზე არ აქვს ანალოგი. წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ, გადავწყვიტეთ პური წარმოებაში ჩაგვეშვა და უკვე ჩვენ მომხმარებლებსაც შეუძლიათ მისი დაგემოვნება,“ – აცხადებს გელა კოდალაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ჭვავის პურის ეს სახეობა კომპანია „იფქლში“ დედოზე ცხვება, რაც მას განსაკუთრებულად ჯანსაღ და სასარგებლო პროდუქტად აქცევს.

როგორც ”იფქლში” აცხადებენ, პროდუქტის შეძენა მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ „იფქლისა“ და თბილისის მაღაზიებში, მისი ფასი 1 ლარს შეადგენს. ამასთან, „იფქლი“ მომავალშიც გეგმავს მომხმარებლებისათვის ახალი პროდუქციის შეთავაზებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები