LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩუგოშვილი იმედოვნებს, რომ შეძლებენ შექმნან კონსტიტუცია, რომელსაც აღარ გააკრიტიკებენ

11

თამარ ჩუგოშვილის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის ამოცანაა, ქვეყანას ჰქონდეს კონსტიტუცია, რომელიც ყოველი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ გახდება კრიტიკის საგანი. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კომისიის პირველი სხდომა გახსნა.

„ამ რთულ სიტუაციაში არაფერი შეგვაბიჯებინებდა, გარდა იმისა, რომ გამოვიყენოთ ეს საუკეთესო შესაძლებლობა, რომელიც მოგვეცა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, გვქონდეს კონსტიტუცია, რომელიც გაუძლებს დროს და რომელიც ყოველი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არ გახდება ხელახლა დისკუსიის, განხილვების, კრიტიკის საგანი, არამედ, საზოგადოების დიდი ნაწილი იქნება შეთანხმებული, რომ ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არის მთავარი გზამკვლევი ქვეყნის განვითარების,” – განაცხადა ჩუგოშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები