„ევროპული საქართველოს“ და საერთო ოპოზიციური შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატი ჩუღურეთში გიორგი ნონიაშვილი საარჩევნო უბანზე დარღვევის ფაქტებს ავრცელებს.
მისი განცხადებით, ჩუღურეთის 24-ე უბანზე უპრენცენდენტო დარღვევების ფაქტები დაფიქსირდა.
„უბანთან ახლოს მოძრაობდა „სუს“-ის საშვიანი მანქანა, რომელიც დამკვირვებლების დანახვაზე გაიქცა, ასევე აღსანიშნავია კრიმინალების თავშეყრის ადგილი სადაც ვინმე „მერცხალას“ სახელს ახსენებდნენ და ამომრჩევლების მიმართ შანტაჟის და მუქარის შემცველი რეპლიკებით გამოირჩეოდნენ, დამკვირვებლების მოსვლამდე კი მოვიდა შეტყობინება ფულის დარიგების თაობაზე“, აცხადებს გიორგი ნონიაშვილი.