LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭუბერში შექმნილ ვითარებას ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს – “ნენსკრა ჰიდრო”

136

სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით. შესაბამისად, შექმნილი ვითარება ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ “ნენსკრა ჰიდროს” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში არსებულ ვითარებას ეხმიანება.

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ა.წ. 5 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ერთ-ერთ შენაკადზე განვითარებული სტიქიური მოვლენის გამო, დაიტბორა სოფელ ჭუბერის ცენტრალური ნაწილი, ასევე დაზიანებულია გზები და ხიდები.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შექმნილი სიტუაცია ნენსკრა ჰესის მშენებლობას უკავშირდება.

გვსურს განვმარტოთ, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული. აღნიშნული სამუშაოები გულისხობდა მხოლოდ არსებული გზების და ხიდების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით.
შესაბამისად შექმნილი ვითარება ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ამ მომენტისთვის სს „ნენსკრა ჰიდროს“ თანამშრომლებს აქვთ უწყვეტი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. შესაძლებლობების ფარგლებში, კომპანიის მიერ სასწრაფო წესით იქნება მობილიზებული ტექნიკა, რათა შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ ადგილობრივ მოსახლეობას,”- აღნიშნულია “ნენსკრას” განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები