ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი ძიუდოისტთა მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა.
81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჭრიკიშვილმა პარიზის გრანდ სლემზე გამარჯვების შემდეგ საერთო რეიტინგში ტედი რინერს (+100 კგ) გადაასწრო.
ავთანდილ ჭრიკიშვილს 3340 ქულა დაუგროვდა, ხოლო რინერს 3000 ქულა.
თავის წონაში ჭრიკიშვილმა ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.
საერთო რეიტინგში მე-6 ადგილზე იმყოფება ვარლამ ლიპარტელიანი. 31-ე ადგილს იკავებს ბექა ღვინიაშვილი, 34-ე ადგილზეა ამირან პაპინაშვილი, 41-ე ადგილზე ნუგზარ ტატალაშვილი და 44-ე ადგილზე ადამ ოქრუაშვილი.
სხვა ქართველი ძიუდოისტები 50-ეულში არ არიან.