Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ჩრდილოვან კაბინეტში ცუდი არაფერია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ოპოზიციის მხრიდან ეს ფარისევლური ნაბიჯია: ვოლსკი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოვან კაბინეტში ცუდი არაფერია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ოპოზიციის მხრიდან ეს ფარისევლური ნაბიჯია: ვოლსკი

63
გია ვოლსკი - ფორტუნა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას ინიციატივას ოპოზიციური პარტიებით დაკომპლექტებულ თბილისის მთავრობაზე და აცხადებს, რომ ჩრდილოვან კაბინეტში ცუდი არაფერია.

ამის მიუხედავად ვოლსკი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, ოპოზიციის მხრიდან ეს ფარისევლური ნაბიჯია:

“ჩრდილოვან კაბინეტში ცუდი არაფერია და მსოფლიოში ამის გამოცდილება არსებობს, როცა ოპოზიციაში გადასული ჯგუფები საზოგადოებას წარუდგენენ ადამიანებს, ვინ შეიძლება, მართოს ესა თუ ის სფერო, თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ოპოზიციის მხრიდან ფარისევლური ნაბიჯია, რომ პარტიები კვლავ იმ ფორმატში გააერთიანონ, რომელშიც იყვნენ და ამით ყურადღება მიიქციონ, თუნდაც, საერთაშორისო დონეზე.

იგივე ფანდი უნდათ ახლაც გამოიყენონ, რომ იქნებ, ამით მხარდამჭერები მოიზიდონ.” – თქვა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დაწყებული აქვთ კონსულტაციები, უახლოეს დღეებში მოიცავენ ყველა პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიას და საზოგადოების წინაშე ერთიანი ჩრდილოვანი დედაქალაქის მთავრობით წარდგებიან.

დღესვე, “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ თბილისის ე.წ. ჩრდილოვანი მთავრობის შემადგენლობა თითქმის შეჯერებულია და წარდგენა ხვალ გაიმართება.

კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ალეკო ელისაშვილი კი აცხადებს, რომ ჩრდილოვან კაბინეტსა და “ბასტი-ბუბუში” მონაწილეობას აღარ აპირებენ და რომ გაუგებარ ფორმატებში აღარ მონაწილეობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები