Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ჩრდილოვან კაბინეტსა და “ბასტი-ბუბუში” მონაწილეობას არ ვაპირებთ… არაყიც გამოსახდელი მაქვს – ელისაშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოვან კაბინეტსა და “ბასტი-ბუბუში” მონაწილეობას არ ვაპირებთ… არაყიც გამოსახდელი მაქვს – ელისაშვილი

83
ალეკო ელისაშვილი

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჩრდილოვან კაბინეტსა და “ბასტი-ბუბუში” მონაწილეობას აღარ აპირებენ.

ამ რეპლიკით ელისაშვილი გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას ინიციატივას ოპოზიციური პარტიებით დაკომპლექტებულ თბილისის მთავრობაზე.

ელისაშვილი ამბობს, რომ გაუგებარ ფორმატებში აღარ მონაწილეობენ:

“რაც შეეხება ჩრდილოვან კაბინეტს, დიდად ეს საკითხი არ მადარდებს, ასეთ გაუგებარ ფორმატებში აღარ ვმონაწილეობთ. ვცდილობდით, მათთვის რაღაც რაციონალური გვეთქვა და გაეგოთ, არ დაგვიჯერეს და ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ჩრდილოვან კაბინეტსა და “ბასტი-ბუბუში” მონაწილეობას არ ვაპირებთ, რადგან რეფერენდუმის არ იყოს, ეს არის “ბასტი-ბუბუ”,- თქვა ელისაშვილმა.

ელისაშვილის განცხადებით, მას აქვს საკუთარი როგორც პოლიტიკური და სამეურნეო დღის წესრიგი:

“ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე არ ვიყავი, ღვინო ერთხელ გადავიღე და კიდევ რამდენჯერმე მაქვს გადასაღები, არაყიც გამოსახდელი მაქვს და არ ვიცი, ეს აქციებს დაემთხვევა თუ არა, მაგრამ მე ჩემი დღის წესრიგი მაქვს პოლიტიკურიც და სამეურნეოც.” – თქვა მან.

შეგახსენებთ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დაწყებული აქვთ კონსულტაციები, უახლოეს დღეებში მოიცავენ ყველა პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიას და საზოგადოების წინაშე ერთიანი ჩრდილოვანი დედაქალაქის მთავრობით წარდგებიან.

ამასთან, “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, თბილისის ე.წ. ჩრდილოვანი მთავრობის შემადგენლობა თითქმის შეჯერებულია და წარდგენა ხვალ გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები