LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოკავკასიელ უფლებადამცველ რუსლან კამბიევმს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს

34
Untitled design

ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის სამოქალაქო კომიტეტის და ადამიანის უფლებათა საკითხებში უფროსი ინსპექტორი რუსლან კამბიევი აცხადებს, რომ საქართველოში შემოსვლა ვერ შეძლო.

ამის შესახებ კამბიევი Kavkaz.Realii-სთან საუბრობს.

უფლებადამცველის განცხადებით, მას საქართველოს საზღვრის გადმოკვეთაზე უარი ზემო ლარსი – დარიალის საგუშაგოზე უთხრეს. კამბიევი საქართველოში შემოდიოდა, რათა მონაწილეობა მიეღო „კაფკასა და ორუელის ფორუმში“, რომელიც 7 ოქტომბერს ქობულეთში იმართება.

კამბიევი განმარტავს, რომ მან ქართველ მესაზღვრეებს ღონისძიების ორგანიზატორების მოწვევის დამადასტურებელი დოკუმენტი აჩვენა, თუმცა შესვლაზე მაინც უარი უთხრეს.

მედიის ცნობით, ახლა უფლებადამცველი ნეიტრალურ ზონაში იმყოფება:

„ზემო ლარსის საგუშაგოზე, ჩრდილოეთ კავკასიის ყველა მკვიდრს გზავნიან 222-ე ოთახში, სადაც მათ სახეებს, დოკუმენტებსა და ტელეფონებს ფოტოებს უღებენ.

ამის შემდეგ, გამოჰკითხავენ და ქართულ და ინგლისურ ენაზე გაცემულ ოფიციალურ უარს აძლევენ ქვეყანაში შესვლაზე.

მშიერი და გაყინული ადამიანები, ხშირად მცირეწლოვანი ბავშვებით და ავადმყოფი მოხუცი მშობლებით, დღეების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს საზღვრის ნეიტრალურ ზონაში დგანან“, – ამბობს უფლებადამცველი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები