ჩრდილოეთ კორეაში ჩასულ ტურისტებს (თუკი ასეთები არსებობენ) ლურჯი ფერის ჯინსების ტარება აეკრძალებათ, მიზეზი ამერიკანიზაციის საშიშროებაა. ინფორმაცია ამის შესახებ პორტალ inshorts-ზე ვრცელდება.
საქმე ისაა, რომ გარდერობში ასეთი სამოსის ქონა ქვეყანაში დიდ პრობლემად აღიქმება. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეაში აკრძალულია გამომწვევად ჩაცმა და გამომწვევი საქციელი, მაგალითად თმის შეღებვა ან პირსინგის გაკეთება. სამხრეთ კორეაში შექმნილი ფილმების ან სერიალების ყურება კი ადგილობრივებისთვის შესაძლოა 5-დან 15 წლამდე პატიმრობით დასრულდეს.
სპეციალური შეზღუდვა მოქმედებს გარკვეულ წიგნებზეც და ტურისტები ფრთხილად უნდა იყვნენ სანამ ამა თუ იმ წიგნს ქვეყნის საზღვრებში შეიტანენ. ინტერნეტიც შეზღუდული რომ არის და უცხოური მუსიკის მოსმენა იკრძალება, ეს სიახლეს აღარ წარმოადგენს.
იკრძალება ფოტოების გადაღება სამხედრო ობიექტებთან, ხიდებთან თუ სახელმწიფო შენობებთან. არ შეიძლება ადგილობრივებისთვის ფოტოების გადაღება, ქუჩაში გიდის გარეშე სეირნობა და ადგილობრივებთან ხანგრძლივი კომუნიკაცია.