LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

57
Untitled design (2)

სამხრეთ კორეის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკურ რაკეტა გაუშვა.

როგორც CNN-ი სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, დილის 7:06 და 7:25 საათზე  ახლო მოქმედების ორი რაკეტა ჰამგიონგის პროვინციის ჰამჯუს რაიონიდან გაუშვეს.

სეულის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მომხდართან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოტქვამს და აცხადებს, რომ შემთხვევას შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით განიხილავენ.

სამხრეთ კორეის წარმომადგენლობა ამბობს, რომ სამხედროები ყურადღებით აკვირდებიან ჩრდილოეთ კორეის მოქმედებებს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდა სუგამ კი დაგმო აღნიშნული ქმედება და აღნიშნა, რომ ეს არის საფრთხე იაპონიის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის და ის ეწინააღმდეგება გაეროს რეზოლუციებს. მან მოუწოდა საზოგადოებას, მზად იყვნენ გაუთვალისწინებელი სიტუაციისთვის – “აუცილებელია მონიტორინგისა და მეთვალყურეობის გაძლიერება ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე” – თქვა პრემიერმა.

იაპონელი სამხედროების განცხადებით, რაკეტა ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემებს არ შეუქმნის.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ აშშ-მ სპეციალური მოხსენება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ კორეას 60 ბირთვული ბომბი და 5 ათასი ტონა ქიმიური იარაღი აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები