ჩრდილოეთ კალიფორნიის სანაპიროსთან 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი წყნარ ოკეანეში დააფიქსირეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პირველ მიწისძვრას მალევე მოჰყვა 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მეორე მიწისძვრა, რომელიც უკვე სანაპირო ზოლთან დაფიქსირდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.